მსოფლიო ამბები

იაპონიის საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების ოთხი მარტივი წესი – იაპონია ერთადერთი აზიური ქვეყანა გახდა, რომლის ორი ქალაქიც საუკეთესო ათეულში მოხვდა

იაპონიის ყველაზე კომფორტული ქალაქები, უბნის სავაჭრო ქუჩებიდან დაწყებული, ხელმისაწვდომი ტრანსპორტით დამთავრებული, ურბანული ცხოვრების ყოველდღიურ იმედგაცრუებას აქრობს.

ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

რა ხდის ქალაქში ცხოვრებას ნამდვილად მარტივს? საქმე სულაც არ არის მოელვარე ცათამბჯენები ან მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობები, არამედ ის, შეგიძლიათ თუ არა სამსახურში მანქანის გარეშე მისვლა, ფეხით სიარული საყიდლებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ეტლით რკინიგზის სადგურამდე მისვლა ან ტროტუარზე ეტლის უსაფრთხოდ გადაყვანა.

იაპონიის ქალაქები ამ მხრივ განსაკუთრებით წარმატებულები არიან. Economist Intelligence Unit-ის 2026 წლის გლობალურ საცხოვრებლად ვარგისიანობის ინდექსში ოსაკამ მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო ტოკიომ სამი პოზიციით წაიწია წინ და მეათე ადგილზე გადავიდა, რითაც იაპონია ერთადერთ აზიურ ქვეყნად იქცა, რომლის ორი ქალაქიც საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ეს ზრდა ასახავს ინდექსში იდეალურ ქულებს სტაბილურობის, ჯანდაცვისა და განათლების, ასევე ძლიერი ინფრასტრუქტურის მხრივ. თუმცა, მცხოვრებლები ამბობენ, რომ რეალური განსხვავება განზრახვითი და ხელმისაწვდომი დიზაინის არჩევანშია, რაც ცხოვრებას შეუფერხებლად წარმართავს.

შიბუია – ტოკიოს თანამედროვე ცენტრი –

„იაპონია ყველასთვისაა შექმნილი“, – ამბობს ჯოშ გრისდეილი, ელექტრო ეტლის მომხმარებელი, რომელიც Accessible Japan-ს ხელმძღვანელობს და 18 წელია ტოკიოში ცხოვრობს. „იგივე პანდუსები, ლიფტები და სივრცე, რომელსაც მე, როგორც ეტლის მომხმარებელი, ვიყენებ, ეხმარება მშობელს საბავშვო ეტლით გადაადგილებისას, ხანდაზმულ ადამიანს ან მას, ვისაც აეროპორტიდან ბარგი მოაქვს“.

არქიტექტორ ფრენსის აგილარდის აზრით, რომელმაც იაპონიის ურბანული დიზაინი შეისწავლა, ყოველდღიური მარტივი დეტალები ხშირად ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. „საცხოვრებლად ვარგისიანობა ხშირად ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სირთულეების შემცირებაზეა დამოკიდებული“, – თქვა მან. „შეუძლია თუ არა ადამიანს სამსახურში, სკოლაში, სასურსათო მაღაზიაში, პარკში, ექიმთან და მეგობრებთან მისვლა მანქანის გარეშე?“

იაპონიის მრავალი მცხოვრებლისთვის პასუხი დადებითია. ჩვენ ვესაუბრეთ მათ და ურბანული დაგეგმარების ექსპერტებს, რათა გაგვერკვია, თუ როგორ ქმნის ქვეყანა კარგად მომუშავე ქალაქებს და წესებს, რაც მათ მარტივად აღსაქმელს ხდის.

      1. ააშენეთ ქალაქები ყოველდღიური ცხოვრების გათვალისწინებით

იაპონიაში ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი შოტენგაიში (დახურული სავაჭრო ქუჩები, რომლებიც დამოუკიდებელი ბიზნესებითაა წარმოდგენილი, რომელთა მფლობელებიც ხშირად საკუთარი მაღაზიების ზემოთ ცხოვრობენ.) მიმდინარეობს. „ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, ძველი ყავის მაღაზია, კლინიკა, 100 იენის მაღაზია და სადილის [ვარიანტები] – ყველაფერი ეს რამდენიმე დახურულ კორპუსშია განლაგებული“, – ამბობს გრისდეილი.

სასურსათო პროდუქტების საყიდლებზე სიარული უსიამოვნო რამ იყო, რაც ამერიკელ პატრიკ ლიდონს აწუხებდა, როდესაც ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ოსაკას თანამედროვე უბანში გადასვლის შემდეგ, მან და მისმა მეუღლემ მანქანები ველოსიპედებზე გაცვალეს, ხოლო უფრო პატარა სახლი და ციცქნა მაცივარი საყიდლებზე უფრო ხშირად სიარულს ნიშნავდა.

ოსაკაში მდებარე ტენჯინბაში შოტენგაი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი დახურული სავაჭრო ქუჩაა

„რატომღაც, ეს გამოცდილება მართლაც სასიამოვნოა“, – ამბობს ლიდონი, რომელიც წერს ილუსტრირებული ესეების სერიას „შესაძლო ქალაქი“, რომელიც იაპონიასა და კორეაში ცხოვრებას იკვლევს. (შენიშვნა: „შესაძლო ქალაქი“ არის კონცეფცია, რომელიც იკვლევს ალტერნატიულ, მდგრად და წარმოსახვით ურბანულ მომავალს დღევანდელ ქალაქებზე ფოკუსირების ნაცვლად. ის განიხილავს, თუ როგორ შეიძლება იქცეს ურბანული სივრცეები უკეთეს ადგილებად – დიზაინის, ბუნებასთან კავშირისა და სოციალური სამართლიანობის გზით). „სასურსათო პროდუქტების ყიდვა დავალების შესრულებიდან შეიძლება ყოველდღიურ სოციალურ გამოცდილებად გარდაიქმნას, რომელიც უბანთან და სამეზობლოსთან გაკავშირებთ. ბავშვებიდან დაწყებული, ხანდაზმულებით დამთავრებული, ყველა, ამ ქუჩაზე ყოველდღე ფეხით გადაადგილდება“.

ეს არის კონცეფცია, რომლის სხვაგან გამეორებაც რთულია, თუმცა ლიდონი მას ადარებს იმას, რაც ძველ Main Street America-ს ასე განსაკუთრებულს ხდიდა. ადამიანზე ორიენტირებული მასშტაბით დიზაინი თავისას იძლევა. „ქუჩებში მოფენილი შემწვარი კროკეტების სურნელი, შენობის მფლობელების მიერ მართული პატარა მაღაზიები, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მარტივი წვდომა, უსაფრთხოებისა და საზოგადოების ნაწილად ყოფნის განცდა ყველა ასაკის ადამიანისთვის… ძნელია გადაჭარბებული წარმოდგენა, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეს ყველაფერი.“

(შენიშვნა: კროკეტი არის პატარა, კარგად შემწვარი რულეტი, ბურთულა ან კატლეტი, დამზადებული დაჭრილი ხორცის, თევზის, ყველის ან ბოსტნეულის ნარევისგან, შეკრული სქელი შემკვრელით, როგორიცაა კარტოფილის პიურე ან ბეშამელის სოუსი, და დაფარული პურის ნამცეცებით).

იაპონიის ქალაქები ასევე ისეა დაპროექტებული, რომ მანქანები ქუჩებს ერგებოდეს და არა პირიქით, კომპაქტური მიწოდების ფურგონებითა და პაწაწინა კეი სატვირთო მანქანებით, რომლებიც ადამიანურ მასშტაბზე მორგებულ ზოლებში მოძრაობენ. „იაპონიის ქალაქის ქუჩები ხშირად საერთო სივრცეებად ფუნქციონირებს, სადაც ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედებს და მანქანებს შეუძლიათ თანაარსებობა“, – ამბობს აგილარდი. „ქაოსის შექმნის ნაცვლად, ეს აქტივობის ულამაზეს ცეკვას ქმნის“.

               2.დააპროექტეთ ტრანსპორტი ყველასთვის

იაპონიის სატრანზიტო სისტემები ცნობილია თავისი საიმედოობით, უსაფრთხოებითა და სისუფთავით. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის საოცარი ქსელი ყველგან მიგიყვანთ“, – ამბობს კეიკო ოტა, G Adventures-ის რეგიონული ოპერაციების მენეჯერი, რომელიც ტოკიოში ათ წელზე მეტია ცხოვრობს. „მართვის მოწმობა არ მაქვს, მაგრამ მაინც ვგრძნობ სრულ თავისუფლებას, რომ ნებისმიერ ადგილას წავალ“.

ტოკიოს ვრცელი სარკინიგზო ქსელი, საფეხურების გარეშე სადგურები და საიმედო მომსახურება ყველა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის გადაადგილებას აადვილებს (ავტორი: Getty Images)

გრისდეილს მოსწონს, რომ იაპონიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახერხებელია და მას სხვა ქვეყნებში მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა არ უწევს, როგორც ამის სხვა ქვეყნებში გაკეთება. „კანადიდან ვარ ჩამოსული და მაინც უცნაურად მეჩვენება, რომ [იაპონიაში] თითქმის ნებისმიერ სადგურზე შემიძლია მისვლა და დანიშნულების ადგილამდე მატარებლით ან ავტობუსით დროულად, დაჯავშნის გარეშე მივიდე“, – თქვა მან. „ლიფტები ძალიან იშვიათად ითიშება და როდესაც ერთი გამორთულია, არსებობს გეგმა B; პერსონალს პორტატულ კიბეზე ასასვლელი მოაქვს, იმის ნაცვლად, რომ მითხრას, რომ ეს შეუძლებელია“.

მისი გამოცდილება ასახავს იაპონიის 2006 წლის „ბარიერებისგან თავისუფალი“ კანონის შესაბამისად ორი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულ ეროვნულ რეკონსტრუქციას. 2020 წლისთვის, 10 მაღალი დატვირთვის სადგურიდან ცხრამ კიბეებზე ასვლის საჭიროება დღის წესრიგიდან ამოიღო და ქვეყნის მასშტაბით ათასობით სადგურზე ლიფტები დამონტაჟდა.

ტოკიო წარმოუდგენლად დატვირთულია, მაგრამ ადამიანები ინსტინქტურად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მათი ქმედებები სხვებზემასატო კომინამი

ტოკიოში გრისდეილი აღმოაჩენს, რომ ქალაქი კვლავ რეაგირებს აქტიურ და მიმდინარე უკუკავშირზე. როდესაც მის ადგილობრივ პარკში ყვავილების ნარგავები ერთმანეთთან იმდენად ახლოს იყვნენ, რომ მისი ინვალიდის ეტლი ვერ გაივლიდა, გრისდეილმა ამის შესახებ პარკების დეპარტამენტს აცნობა. რამდენიმე დღეში იქ გაკრულმა სტიკერებმა პერსონალს შეახსენეს, რომ ინვალიდის ეტლით მოსარგებლეებისთვის საკმარისი ადგილი დაეტოვებინათ გასავლელად.

იაპონიის მიდგომამ ხელმისაწვდომობის მიმართ ქალაქები მის საზღვრებს მიღმაც გარდაქმნა. ყვითელი ფერის ამაღლებული ტროტუარი, რომელსაც მთელ მსოფლიოში მხედველობადაქვეითებული ფეხით მოსიარულეები იყენებენ, იაპონელმა ინჟინერმა სეიჩი მიაკემ 1967 წელს გამოიგონა, რათა დახმარებოდა მხედველობა დაკარგულ მეგობარს. ათწლეულში ეს სავალდებულო გახდა ქვეყნის ეროვნული რკინიგზის სადგურებში. „იაპონიამ ისინი ყველას მისცა“, ამბობს გრისდეილი.

               3.შეინარჩუნეთ ადგილის შეგრძნება

ცნობილი ჩქაროსნული მატარებლებისა და დატვირთული ურბანული კვანძების მიუხედავად, იაპონია ასევე აფასებს მოთმინებას, უწყვეტობას და ტრადიციების პატივისცემას.

როდესაც ლიდონმა ოსაკაში საცხოვრებელი ადგილი დაარეგისტრირა, რაიონული ოფისის თანამშრომელმა უზარმაზარი რუკის წიგნაკი ამოიღო, წინა მცხოვრებლის სახელი წაშალა და ფანქრით დაწერა. „როგორც სილიკონის ველის ტექნოლოგიურ ფირმებში მომუშავე და იქ გაზრდილ ადამიანზე, ამან ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა“, – თქვა მან. „იაპონია ხშირად სისტემებს მხოლოდ იმიტომ არ ცვლის, რომ ახალი ტექნოლოგია არსებობს. თუ რამე კვლავ საიმედოდ მუშაობს, მისი ხელახლა გამოგონების ზეწოლა ნაკლებია“.

ისტორიული ადგილების ჩანაცვლების ნაცვლად, იაპონური ქალაქები ხშირად მათ გარშემო შენდება (ავტორი: Getty Images)

ეს მოთმინება ლანდშაფტშიც ჩანს, სადაც საუკუნოვანი ხეები ჩვეულებრივ უბნებსა და რკინიგზის სადგურებზეც კი ხარობს, მაგალითად, 700 წლის კამფორა, რომელიც ოსაკას მახლობლად, პირდაპირ კაიაშიმას სადგურის სახურავზეა გადასული.

„იაპონიაში ცხოვრებამ დამანახა, თუ რამდენად ხშირად აღიქვამენ ძველ ხეებს ისეთ რაღაცებად, რაც მოვლა-პატრონობის ღირსია და არა მოცილების“, – თქვა ლიდონმა. „იქნება ეს შინტოსტური ტრადიციის გამო თუ უბრალოდ ხალხის სიყვარულის გამო, შედეგი გასაოცარია. არსებობს განსხვავება ინფრასტრუქტურის ადგილის თავზე აშენებასა და მის ადგილთან აშენებას შორის.“

ყველაზე დატვირთულ ბიზნეს უბნებშიც კი ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის განუყოფელი ნაწილია. „დაინახავთ შეხვედრებზე მიმავალ ხალხს, შემდეგ კუთხეში უხვევთ და აწყდებით პატარა სალოცავს, რომელიც იქ თაობების განმავლობაში დგას, ან პატარა რესტორანს, სადაც მფლობელი, როგორც ჩანს, ყველა სტუმარს სახელით იცნობს“, – ამბობს მასატო კომინამი, 1 Hotel Tokyo-ს გენერალური მენეჯერი, რომელიც თითქმის ყოველდღე დადის აკასაკას რაიონში. „დატვირთული სამუშაო დღის შუაგულში გესმით ჩიტების ჭიკჭიკი, ამჩნევთ, თუ როგორ მონაცვლეობს შუქი ხეებში ან გრძნობთ სეზონის სურნელს“.

                 4. დაიცავით ქცევის წესები საერთო სივრცეებში

ადამიანის მასშტაბის ინფრასტრუქტურა მხოლოდ ნაწილობრივ მოგვითხრობს ამბავს; იაპონიის ქალაქებში მცხოვრები ადამიანებიც ქმნიან კეთილდღეობის პირობებს. „ტოკიო წარმოუდგენლად დატვირთულია, მაგრამ ადამიანები ინსტინქტურად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მათი ქმედებები სხვებზე“, – თქვა კომინამიმ. „ეს არ არის ის, რაზეც ხალხი ბევრს საუბრობს; ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“.

თავაზიანობა და ყურადღება იაპონიის დატვირთული ქალაქების შეუფერხებლად ფუნქციონირებას უწყობს ხელს (ავტორი: Getty Images)

გრისდეილი ამ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული და აქ თითქმის ორი ათწლეულის ცხოვრების შემდეგ, ის ამ თანამშრომლობას მთავრობის მიერ შექმნილ ნებისმიერ თანამშრომლობასთან ადარებს. „ზნეობრივი ნორმები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკა“, – თქვა მან. „ხალხი პლატფორმის ნიშნულებთან რიგში დგას, მატარებლებში სიჩუმეს ინარჩუნებს და პრიორიტეტულ ადგილებსა და სივრცეებს თხოვნის გარეშე უთმობს. ამ ზომის ქალაქში, ეს ყოველდღიურ ცხოვრებას ყველასთვის მშვიდს ხდის“.

ოსაკაში ლიდონმა აღმოაჩინა, რომ შეიცვალა იმით, თუ როგორ მოქმედებს იაპონია სხვების ინფორმირებულობითა და გათვალისწინებით. „იქნება ეს მატარებლის რიგში დგომა, საჯაროდ ჩუმად საუბარი, ნაგვის დაყრაზე უარის თქმა, გადასამუშავებელი ნარჩენების განცალკევება თუ ჭამის დაწყებამდე იტადაკიმასუს “ („მე თავმდაბლურად ვიღებ“) ​​თქმა, ბევრი ყოველდღიური ჩვევა გახსენებთ, რომ თქვენ რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხართ, ვიდრე ეს საკუთარი თავია “, – თქვა მან. „შესაძლოა ეს არ იყოს ჯადოსნური შელოცვა სამყაროს უბედურებების გამოსასწორებლად, მაგრამ პირადად მე ეს ნამდვილად დამეხმარა სიკეთის, სილამაზისა და მშვიდობისკენ მიდრეკილი გავმხდარიყავი“.

შენიშვნა: „იტადაკიმასუს “ („მე თავმდაბლურად ვიღებ“) ეს არის თავაზიანობის გამომხატველი იაპონური ფრაზა, რომელიც წარმოითქმის ჭამის დაწყებამდე, რათა მადლობა გადაუხადონ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საჭმლის მომზადებაში, მათ შორის ფერმერებს, მზარეულებს. ეს ფრაზა ასევე გამოხატავს პატივისცემას საკვებში გამოყენებული მცენარეებისა და ცხოველების სიცოცხლის მიმართ.