1. სწავლა შვედეთში
1842 წლიდან, კანონით, შვედეთში ბავშვებს სკოლაში სიარულის უფლება აქვთ. დღეს შვედეთის სასკოლო სისტემა მოიცავს ათწლიან სავალდებულო განათლებას, რომელიც იწყება სკოლამდელი აღზრდიდან, ექვსი წლის ასაკიდან.
სავალდებულო სკოლის შემდეგ, ბავშვების უმეტესობა არჩევით გიმნაზიაში (ზედა საშუალო სკოლა – ბრიტანული მეექვსე ფორმის ან ამერიკული საშუალო სკოლის ეკვივალენტი) მიდის და 18 ან 19 წლის ასაკში ამთავრებს სკოლას.
სკოლა სრულად გადასახადებით სუბსიდირებულია, გარდა საბავშვო ბაღებისა, რომლებიც ნაწილობრივ გადასახადებით ფინანსდება. გაკვეთილების დაწყებამდე და მისი დასრულების, ანუ სკოლის სამუშაო საათების შემდეგ, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლის გარეთ მზრუნველობას სუბსიდირებული ფასით სთავაზობენ.
სავალდებულო განათლება ასევე მოიცავს სამესკოლორს sameskolor (სამის სკოლები) მკვიდრი სამი ხალხის ბავშვებისთვის. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ჩვეულებრივ სკოლებში. თუ ეს არ არის შესაბამისი, არსებობს სპეციალური სკოლებიც.
სასწავლო წელი
შვედეთში სასწავლო წელი აგვისტოდან ივნისამდე გრძელდება, ოქტომბერში შემოდგომის არდადეგებით, შობის არდადეგებით, თებერვალ-მარტში ზამთრის არდადეგებით და აღდგომის არდადეგებით.

მეტი ინფორმაცია შვედეთში სასწავლო წლისა და არდადეგების შესახებ
შემოდგომა
სასწავლო წელი აგვისტოს შუა რიცხვებში იწყება და ამ დროს ბავშვები ერთი კლასით წინ გადადიან.
ოქტომბრის ბოლოს/ნოემბრის დასაწყისში ბავშვებს აქვთ „კითხვის არდადეგები“ – სკოლის ერთი კვირით დატოვებისას მათ კითხვისკენ მოუწოდებენ.
31 ოქტომბერს ბავშვები თავიანთი წარმოსახვის შესაბამისი ტანსაცმლითა და გოგრებით აღნიშნავენ ჰელოუინს – შვედეთში საკმაოდ ახალ ტრადიციას.
ყველა წმინდანის დღეს, რომელიც მალევე ემთხვევა ამ დღეს, ბევრი ადამიანი სანთლებს ანთებს ოჯახის საფლავებთან და მემორიალურ პარკებში.
ლუსია
13 დეკემბერს შვედები ლუსიას აღნიშნავენ . ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში იმართება ლუსიას მსვლელობა, სადაც თეთრ სამოსში გამოწყობილი ბავშვები ერთად მღერიან საგალობლებს.
შობა
სკოლა შობის წინა ღამემდე (24 დეკემბერი) მთავრდება და იანვრის დასაწყისამდე დაკეტილი რჩება.
ზამთრის სპორტი
გაზაფხულის სემესტრი, როგორც წესი, იანვრის მეორე კვირაში იწყება.
თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ზამთრის სპორტის ერთკვირიანი შესვენებაა.
აღდგომა
მარტში ან აპრილში, სკოლის მოსწავლეებს აღდგომის დღესასწაულისთვის კიდევ ერთი კვირა აქვთ დასვენების დღე.
ზაფხულის არდადეგები
ზაფხულის არდადეგები ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე იწყება და 8-10 კვირა გრძელდება.
2.როგორ იცავს შვედეთის კანონმდებლობა ბავშვებს
შვედეთში ბავშვების ცემა უკანონოა. ცემა სკოლაში 1958 წლიდან, სახლში კი 1979 წლიდან აიკრძალა, როდესაც შვედეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც საერთოდ აკრძალა ბავშვების ფიზიკური დასჯა.
შვედეთის კანონმდებლობის თანახმად, მშობლებს არ აქვთ უფლება, დაამცირონ ბავშვები ან იძალადონ მათზე. ბავშვის ფიზიკური დასჯა შვედეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია.
შვედეთის მეზობლებმა – ფინეთმა და ნორვეგიამ, შესაბამისად, შვედეთის კანონმდებლობის მსგავსი კანონები 1983 და 1987 წლებში მიიღეს. ავსტრიაც იგივე გზას დაადგა1989 წელს. ამჟამად, 65-ზე მეტმა ქვეყანას აქვს აკრძალული ბავშვების ფიზიკური დასჯა ყველა ფორმით.
გლობალური პროგრესი: იხილეთ ინგლისური ანბანის თანმიმდევრობით იმ ქვეყნების სია, სადაც ბავშვების ცემა აკრძალულია,
ალბანეთი (2010), ანდორა (2014), არგენტინა (2014), ავსტრია (1989), ბენინი (2015), ბოლივია (2014), ბრაზილია (2014), ბულგარეთი (2000), კაბო-ვერდე (2013), კოლუმბია (2021), კონგოს რესპუბლიკა (2010), კოსტა-რიკა (2008), ხორვატია (1999), კვიპროსი (1994), ჩეხეთი (2025), დანია (1997), ესტონეთი (2014), ფინეთი (1983), საფრანგეთი (2019), საქართველო (2019), გერმანია (2000), საბერძნეთი (2006), გვინეა (2020), ჰონდურასი (2013), უნგრეთი (2004), ისლანდია (2003), ირლანდია (2015), ისრაელი (2000), იაპონია (2020), კენია (2010), სამხრეთ კორეის რესპუბლიკა (2021), კოსოვოს რესპუბლიკა (2019), ლაოსის სახალხო რესპუბლიკა (2023), ლატვია (1998), ლიხტენშტეინი (2008), ლიეტუვა (2017), ლუქსემბურგი (2008), მავრიკი (2022), ჩრდილოეთ მაკედონია (2013), მალტა (2014), მოლდოვას რესპუბლიკა (2008), მონღოლეთი (2016), მონტენეგრო (2016), ნეპალი (2018), ნიდერლანდები (2007), ახალი ზელანდია (2007), ნიკარაგუა (2014), ნორვეგია (1987), პარაგვაი (2016), პერუ (2015), პოლონეთი (2010), პორტუგალია (2007), რუმინეთი (2004), სან-მარინო (2014), სეიშელის კუნძულები (2020), სლოვენია (2016), სამხრეთ აფრიკა (2019), სამხრეთ სუდანი (2011), ესპანეთი (2007), შვედეთი (1979) , შვეიცარია (2025), ტაჯიკეთი (2024), ტაილანდი (2025), ტოგო (2007), ტუნისი (2010), თურქმენეთი (2002), უკრაინა (2003), ურუგვაი (2007), ვენესუელა (2007), ზამბია (2022)
წყარო:
EndCorporalPunishment.org
ბავშვთა ომბუდსმენი არის სამთავრობო უწყება, რომელიც იცავს ბავშვთა უფლებებს და ზრუნავს მათ ინტერესებზე. ის აკონტროლებს და ხელს უწყობს საზოგადოებაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებას.
შვედეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა გაეროს კონვენციას და ის შვედეთის კანონმდებლობაში 2020 წელს შეიტანა
3. მომუშავე მშობლები

ბავშვების უმეტესობას ჰყავს მომუშავე დედა, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ შვედეთში შრომისუნარიანი ქალების 80.4 % დასაქმებულია. ამ მხრივ მამაკაცების მაჩვენებელი 84.1% -ია, ამიტომ ბავშვების უმეტესობას ასევე ჰყავს დასაქმებული მამა.
პატარებს, როგორც წესი, ჰყავთ მშობელი, რომელიც სახლში რჩება და მათზე ზრუნავს. მშობლები თითოეულ შვილზე 480 დღის ანაზღაურებად მშობლის შვებულებას იღებენ, და ეს დღეები მშობლებს შორის უნდა გაიყოს. ამ დღეების გამოყენება შესაძლებელია მანამ, სანამ ბავშვი 12 წლის არ გახდება ან სკოლაში მეხუთე კლასს არ დაასრულებს.
2024 წლიდან მშობლებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ 45 დღის ბებია-ბაბუისთვის ან ოჯახის მეგობრებისთვის განაწილება.


4. ბავშვები და სპორტი შვედეთში

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 70 პროცენტი სპორტული კლუბის წევრია (ბმული შვედურ ენაზე). კლუბები ყველასთვის ღიაა – ფიზიკური მომზადება ან ფიზიკური მდგომარეობა, როგორც წესი, არც ისე მნიშვნელოვანია. ასევე არსებობს სპეციალური სექციები სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
ყველაზე პოპულარულ სპორტებს შორისაა ფეხბურთი, ჰოკეი და ფლორბოლი. ცხენით ჯირითი ასევე პოპულარული სპორტია გოგონებში. პარკური კი ახალ სპორტს წარმოადგენს.
სპორტული კლუბების უმეტესობა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული საჯარო ორგანიზაციებია. თუმცა, მოხალისე მშობლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი მონაწილეობენ ვარჯიშებში და ეხმარებიან შეჯიბრებებისა და მოგზაურობების ორგანიზებაში. მწვრთნელების უმეტესობა იმ მიდგომას იზიარებს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა“ და მიზნად ისახავს ბავშვებში სპორტის სიყვარულის ჩანერგვას.
5. კულტურა და ბუნება

შვედეთის მთავარი მუსიკალური და ხელოვნების სკოლები, Kulturskolan, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს ბავშვებს, სადაც შეუძლიათ ისწავლონ სიმღერა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. სახელმწიფო სუბსიდიები გაკვეთილების ღირებულებას ბავშვების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომს ხდის, მათი ოჯახის შემოსავლის მიუხედავად.
ბევრი კლუბი და ასოციაცია, როგორიცაა შვედეთის გიდები და სკაუტები, ბავშვებისთვის ღია ცის ქვეშ აქტივობებს აწყობს. ასევე არსებობს შვედეთის ღია ცის ქვეშ აქტივობების ასოციაციის ( Friluftsfrämjandet ) მიერ მართული სკოგსმიულე, ბუნების სკოლა, რომელსაც ტყეში გაზრდილი გამოგონილი პერსონაჟის სახელი ჰქვია და რომელიც ბავშვებს ბუნების დაფასებასა და მასზე ზრუნვაში ეხმარება.
რადგან შვედეთი საკმაოდ მეჩხრად დასახლებულია – მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ 25.9 ადამიანს შეადგენს (ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი კვადრატულ კილომეტრზე 100-ზე მეტია) – ბევრ ადამიანს ბუნება თავისი კარის ზღურბლთან აქვს. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის ე.წ. უფლების, allemansrätten-ის გამო, ყველას აქვს ბუნების შესწავლის უფლება და მისი დაცვის ვალდებულება.
