ამერიკის შეერთებული შტატები პედაგოგების მიმდინარე სტრუქტურულ დეფიციტს აწყდება. დაახლოებით 425 000 მასწავლებლის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია ან შევსებულია არასაკმარისად კვალიფიციური პერსონალით.
რა არის მასწავლებლების დეფიციტის კრიზისი?
ჯეისონ ლეშოვიცი ლიდერობის დოქტორი
თუ ახლახან სცადეთ სერტიფიცირებული ფიზიკის მასწავლებლის, ორენოვანი (ბილინგვური) სპეციალური განათლების მასწავლებლის ან თუნდაც ზოგადი მუსიკის გამოცდილი ინსტრუქტორის დაქირავება, უკვე იცით, რომ ჩვენ „შიმშილის თამაშების“ საგანმანათლებლო ვერსიაში აღმოვჩდნებით. ამერიკაში მასწავლებლების დეფიციტი ახალი არ არის, მაგრამ მან უპრეცედენტო დონეს მიაღწია.
ეს დროებითი უკუსვლა არ არის. ეს სტრუქტურული კრიზისია, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკის არასტაბილურობით, ეკონომიკური ზეწოლით და მასწავლებლის პროფესიის დაუფასებლობით. მიუხედავად იმისა, რომ პრესაში გამოქყვენებული სტატიების სათაურებში ხშირადაა ხაზგასმული ტესტების ქულები და დამთავრების მაჩვენებლები, რეალური ამბავი ჩვენს სკოლებში ნდობის, სტაბილურობისა და უწყვეტობის ეროზიაშია.
როდესაც სკოლები კადრების მუდმივ გადინებას განიცდიან, მოსწავლეები უფრო მეტს კარგავენ, ვიდრე ეს სწავლაა. ისინი კარგავენ იმ ურთიერთობებს, მენტორობას და მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს როგორც აკადემიურ მიღწევებს, ასევე ემოციურ განვითარებას. ჩვენს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რომლებსაც ისინი ემსახურებიან, ახლა უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე, იმ ფონზე, როცა ამერიკის შტატები გამუდმებით მიმართავენ დახმარებისთვის შეერთებული შტატების განათლების სამინისტროს.
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო მასწავლებლების შრომის ბაზრის ამჟამინდელი პულსის წარმოსადგენად შემდეგ მონაცემებს მიუთითებს:
| სწავლების დონე | დასაქმების პერსპექტივა (პროგნოზები 2024-2034 წლებისთვის) |
| საბავშვო ბაღის და დაწყებითი კლასების მასწავლებლები | 2%-იანი კლება (29,800 ვაკანსია) |
| საბაზო სკოლის მასწავლებლები | 2%-იანი კლება (12,400 ვაკანსია) |
| საშუალო სკოლის მასწავლებლები | 2%-იანი კლება (17,800 ვაკანსია) |
მასწავლებლის ათასობით ვაკანსია განათლების მომდევნო ათწლეულს საფრთხეს უქმნის, რადგან 2025 წელს მასწავლებლის 400 000-ზე მეტი თანამდებობა ან თავისუფალია, ან მასწავლებლის სათანადო სერტიფიკატის არმქონე პირებითაა შევსებული.
თუმცა, იმედის სხივი არსებობს. განათლების სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა დაადგინა, რომ 2023-24 სასწავლო წლისთვის ამერიკის საჯარო სკოლების 45% განიცდის პერსონალის ნაკლებობას, რაც 8%-ით კლებაა 2022-23 სასწავლო წელს დაფიქსირებულ პერსონალის ნაკლებობასთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი 53%-ს შეადგენდა. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ჩვენთვის სასურველზე მეტი დრო სჭირდება.
რატომ აწყდებიან გარკვეული შტატები უფრო დიდ გამოწვევებს
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასწავლებლების დეფიციტის მქონე შტატების სიაში ყველა – ორმოცდაათივე შტატი შევა. თუმცა, არსებობს შტატები, რომლებიც ფაქტორების კომბინაციის გამო უფრო მკვეთრ კლებას განიცდიან.
- შემცირებული ბიუჯეტი გავლენას ახდენს კონკურენტუნარიანი ანაზღაურების შეთავაზების უნარზე
- დისბალანსი პროფესიიდან წასული და პროფესიიდან მოსული მასწავლებლების რაოდენობას შორის
- მასწავლებლის მომზადების შეზღუდული პროგრამები
- სამუშაო ძალის მაღალი დენადობა გარკვეულ საგნებში
ნიუ ჯერსიში, სადაც მე ვხელმძღვანელობ ხელოვნების განათლებას 11000-ზე მეტი სტუდენტისგან შემდგარ ოლქში, ნიუ იორკთან ჩვენი სიახლოვე ქვეყნის ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ოლქად წარმოგვაჩენს. თუმცა, საწყისი ხელფასები ვერ უტოლდება ქირას, სასურსათო პროდუქტებს ან ძირითად საარსებო ხარჯებს. ბევრ დამწყებ, პერსპექტიულ მასწავლებელს, კარიერის დასაწყისში უწევს არჩევანის გაკეთება კლასში დარჩენასა და მდგრადი ცხოვრების უზრუნველყოფას შორის.
სხვა ოლქები განსხვავებულ ბარიერებს აწყდებიან, მაგრამ იგივე შედეგი აქვთ:
- სოფლის რაიონებს კანდიდატების მოზიდვა უჭირთ.
- ურბანული რაიონები მასწავლებლებს უფრო სწრაფად კარგავენ, ვიდრე მათ გადამზადებას ახერხებენ.
მასწავლებელთა დეფიციტის ეკონომიკური და სოციალური გავლენა
ეს გამოწვევა საკლასო ოთახს სცდება. ის ასუსტებს სამუშაო ძალის რესურსებს, ანელებს ეკონომიკურ ზრდას და იწვევს ტალღურ ეფექტს მთელ თემებზე. როდესაც სკოლებს არ შეუძლიათ მაღალი ხარისხის მასწავლებლების დაქირავება და შენარჩუნება:
- კლასების ზომა იზრდება.
- დახმარების სერვისები მცირდება.
- სწავლის დონეს შორის თანაფარდობა იზრდება.
- კურსდამთავრებულთა მაჩვენებლები მცირდება.
- ქცევითი პრობლემები იზრდება.
- აკადემიური მოსწრება ზარალდება.
ეს შედეგები ადგილობრივ ეკონომიკაზე ვრცელდება, გავლენას ახდენს მომავალ შრომის ბაზრებზე და სამოქალაქო ცხოვრების გრძელვადიან სიძლიერეზე. საჯარო განათლების უგულებელყოფა ასუსტებს სკოლებს და ანგრევს თავად საზოგადოების საფუძველს.
ზეგავლენა თანაბრად არ ნაწილდება. მაღალი სიღარიბის მქონე თემებში მცხოვრები მოსწავლეები, ინგლისური ენის შემსწავლელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად განიცდიან კადრების დეფიციტის სიმძიმეს. როდესაც სპეციალური განათლების მასწავლებლები არ არიან ხელმისაწვდომი, ეს მოსწავლეები კარგავენ იმ მიზანმიმართულ სწავლებასა და მხარდაჭერაზე წვდომას, რაც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება. ეს იწვევს თანასწორობის უფსკრულის ზრდას, რაც საფრთხეს უქმნის კოლექტიურ პროგრესს და აძლიერებს არსებულ უთანასწორობას.
შტატები, სადაც მასწავლებლები ყველაზე მეტად არიან საჭირო
როდესაც ვაფასებთ შტატებს, სადაც მასწავლებლის საშუალოზე მეტი დეფიციტია, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოსწავლე-მასწავლებლის თანაფარდობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობასთან შედარებით ასახავს, თუ რამდენად სერიოზულია დეფიციტი შტატში.
| აშშ–ის შტატები, სადაც მასწავლებლების უდიდესი საჭიროებაა 1 | ||
| რანგი | შტატი | თანაფარდობა* |
| 1 | ვერმონტი | ~ 95 |
| 2 | მენი | ~ 87 |
| 3 | ნიუ ჰემფშირი | ~ 87 |
| 4 | კონექტიკუტი | ~ 86 |
| 5 | ნიუ-იორკი | ~ 85 |
| * თანაფარდობები მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე. | ||
მასწავლებლების დეფიციტის გამომწვევი ფაქტორები
მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი ხუთი ყველაზე პრობლემური შტატი და გამოვავლინოთ პოტენციური ტენდენციები.
- მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობის შემცირება
- მასწავლებლების კონკურენტუნარიანი ანაზღაურებისა და შეღავათების ნაკლებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შტატი განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯის გამწევია.
- სოფლად მცხოვრები მასწავლებლებისთვის ადეკვატური საცხოვრებლის ნაკლებობა
- ბავშვზე ზრუნვის მაღალი ხარჯები მასწავლებლებისთვის, რომლებიც ამავდროულად მშობლებიც არიან.
- უფრო გამოცდილი მასწავლებლების მენტორობისა და მხარდაჭერის ნაკლებობა
- მასწავლებლების კონკურენტუნარიანი ანაზღაურებისა და შეღავათების არარსებობა
- რთული სამუშაო პირობების გამო, სამსახურიდან გათავისუფლების გაზრდილი მაჩვენებელი
- სასკოლო ოლქები ნაკლები შემოსავლით
- მასწავლებლების კონკურენტუნარიანი ანაზღაურების არარსებობა (ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქვეყანაში), რაც მასწავლებლებს აიძულებს, დამატებითი სამუშაოები აწარმოონ.
- მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებში მოსწავლეთა ჩარიცხვის შემცირება
- მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების მუდმივი არსებობა
- მასწავლებლის კონკურენტუნარიანი ანაზღაურების არარსებობა
- მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის ნაკლებობა
- შტატში პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს განათლებაზე
- გაზრდილი სტრესი და გადაღლა
- მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებში ჩარიცხვის შემცირება
- პენსიაზე გასვლის უფლებამოსილი მასწავლებლების რაოდენობის ზრდა
- მთელი შტატის მასშტაბით დეფიციტის მქონე ზონების რაოდენობის ზრდა
ადვილი დასანახია, რომ დღევანდელი მასწავლებლების სამუშაო ძალის მიზეზი მსგავსი ძირეული პრობლემებიდან მომდინარეობს. ეს გამოწვევები, სავარაუდოდ, გარკვეულწილად გავლენას ახდენს ყველა შტატის სასკოლო ოლქებზე. შედეგად, პროფესია ნაკლებად ჰგავს მოწოდებას და უფრო მეტად ბრძოლის ველს.
მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემის გადაჭრის გზები
საგანმანათლებლო სივრცე კვლავაც განაგრძობს თავისი მისიის შესრულებას, რომელიც გულისხმობს პედაგოგების დაფასებას და აკადემიური წარმატების მხარდაჭერას. აი, სად გადავდივართ კრიზისიდან შესაძლებლობაზე:
- სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს სასწავლებლებთან: მასწავლებელთა სამუშაო ძალის მოზიდვის გზების შექმნა კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გზით, როგორსაც ამერიკის განათლების კოლეჯი (ACE) გვთავაზობს.
- რეზიდენტურის მოდელები: შესთავაზეთ ანაზღაურებადი, მენტორული სტუდენტური სწავლების გამოცდილება, რომელიც კანდიდატებს რეალურ საკლასო ოთახებში სწავლისთვის ამზადებს.
- სამართლიანი ანაზღაურება: სიმბოლური ჟესტების მიღმა გადადით ისეთ მნიშვნელოვან წახალისებაზე, როგორიცაა სესხის პატიება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და კონკურენტუნარიანი ხელფასები.
- გამარტივებული სერტიფიცირება: გაამარტივეთ მასწავლებლის სერტიფიცირების პროცესები ისე, რომ არ დაზრალდეს ხარისხი.
- გამოიყენეთ ტექნოლოგიები: გადაამზადეთ მოქმედი მასწავლებლები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებითა და სხვა მეთოდებით, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურობის გაზრდა და სამუშაო დატვირთვის შემცირება.
- მასწავლებლების მორალის ამაღლება: ყავის მიტანის მსგავსი მცირე ჟესტებიც კი მასწავლებლებს აგრძნობინებს, რომ ისინი დაფასებულები არიან.
ხშირად დასმული კითხვები: მასწავლებლების დეფიციტი ამერიკაში
რატომ არის მასწავლებლების დეფიციტი შეერთებულ შტატებში?
მასწავლებლების დეფიციტის კრიზისი გამოწვეულია დაბალი ანაზღაურების, მაღალი სტრესის, არათანმიმდევრული ლიდერობისა და პროფესიისადმი ინტერესის შემცირებით.
რომელ შტატებს აწუხებთ ყველაზე მეტად მასწავლებლების დეფიციტი?
მასწავლებლების დეფიციტის პრობლემა ყველაზე მეტად ვერმონტს, მენს, ნიუ ჰემფშირს, კონექტიკუტსა და ნიუ იორკს აწუხებთ.
როგორ შეგვიძლია მოვაგვაროთ მასწავლებლების დეფიციტის პრობლემა?
უკეთესი გადახდა. მეტი მხარდაჭერა. ყოველთვის პატივისცემა. გადახედეთ, თუ როგორ ვიზიდავთ, ვამზადებთ და ვინარჩუნებთ პედაგოგებს.
რა როლის შესრულება შეუძლიათ საზოგადოებებს?
ადგილობრივ ბიზნესებს, უნივერსიტეტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუძლიათ სკოლებთან პარტნიორობა საცხოვრებლით დახმარების, სტიპენდიებისა და მენტორობის პროგრამების შესთავაზებლად. საზოგადოების ჩართულობა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ აუცილებელია.
მასწავლებლების დეფიციტი უფრო მეტად ქალაქებშია თუ სოფლად?
ორივეგან – სოფლის რაიონები კანდიდატებს ვერ პოულობენ, ხოლო ქალაქის რაიონები მათ ვერ ინარჩუნებენ.
დასკვნა: სისტემის რეკონსტრუქცია
მასწავლებლების დეფიციტის მოგვარება არ ნიშნავს ჩაძირული გემის ნახვრეტების შევსებას. ეს ნიშნავს გემის ხელახლა აშენებას განზრახვით, ინვესტიციებითა და პატივისცემით. ჩვენ გვჭირდება:
- გრძელვადიანი დაფინანსების ვალდებულებები.
- გაბედული ლიდერობა.
- კულტურული ცვლილება, რომელიც მასწავლებლობას ექსპერტის დონის პროფესიად მიიჩნევს, რაც არის კიდეც სინამდვილეში.
დროა, შევწყვიტოთ პედაგოგების გმირებად მოხსენიება მაშინ, როცა მათთვის პროფესიონალების მსგავსად, ანაზღაურების მიცემაზე უარს ვამბობთ. ასევე დროა, გადარჩენის რეჟიმიდან გადავიდეთ და ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც მუშაობს. რაიონის ლიდერის რანგში, მე ვხედავდი, როგორ ტოვებდნენ არაჩვეულებრივი მასწავლებლები სკოლას – არა იმიტომ, რომ მათ შეწყვიტეს სამუშაოს სიყვარული, არამედ იმიტომ, რომ სამუშაომაც შეწყვიტა მათდამი სიყვარულის გამოხატვა.
მოდით, ეს გემი შემოვაბრუნოთ – ერთდროულად ერთი კლასი, ერთი კონტრაქტი და ერთი თავდაჯერებული, ერთგული მასწავლებელი.
გაფრთხილება: ამ სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ავტორის შეხედულებებია და არ ასახავს აუცილებლად ამერიკის განათლების კოლეჯის ოფიციალურ პოლიტიკას ან პოზიციას.
ჯეისონ ლეშოვიცი, ლიდერობის დოქტორი
ჯეისონ ლეშოვიცი ნიუ ჯერსის ჩრდილოეთით მდებარე დიდი ურბანული/გარეუბნული სასკოლო ოლქის ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების რაიონული ხელმძღვანელია, სადაც ის ზედამხედველობს 60 K-12 მასწავლებელს მუსიკის, თეატრის, ხელოვნების, ცეკვის, კინოსა და ტელევიზიის დარგებში. ერთგული მეუღლე და სამი შვილის მამა, ამჟამად ის ლიდერობის დოქტორის ხარისხს იღებს. ხელოვნების განათლებაში სამ ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, ის გატაცებულია თანაბარი სასწავლო გარემოს ხელშეწყობით და ხელოვნების როლის დაცვით მოსწავლეთა წარმატებაში. ხელოვნების ადმინისტრატორად მუშაობის გარდა, მას სიამოვნებს როგორც ახალი მასწავლებლების, ასევე მომავალი ადმინისტრატორების მენტორობა და ხელოვნების ლიდერობასა და სასწავლო გეგმის შემუშავებაში ინტეგრირების ინოვაციური გზების შესწავლა.